თუ გსურთ სწრაფად შეარჩიოთ კანდიდატები და გააუმჯობესოთ ეფექტურობა, ეს უკვე არის შერჩევის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისთვის საკმარისი მიზეზი. მისი ინსტრუმენტები აადვილებს შერჩევის პროცესებს, აღმოფხვრის შრომატევად ამოცანებს და აუმჯობესებს თქვენს საბოლოო ხაზს. აქ არის 7 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ გამოიყენოთ ის თქვენს ბიზნესში.
1.შემცირებული ქაღალდის რაოდენობა
თქვენს სამუშაო მაგიდაზე ქაღალდების დიდი გროვა შეიძლება იყოს დამთრგუნველი, ასევე არეული სამუშაო მაგიდა შესაძლოა იყოს ყურადღების გამფანტავიც. მეტიც, უამრავ საბუთთან ურთიერთობა უძველესი პრაქტიკაა და როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ აუცილებლად უნდა მოიშოროთ ის.
HR პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციები საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ და შეინახოთ თქვენი ყველა მონაცემი ერთ სივრცეში, სწორედ ასეთი პროგრამულ უზრუნველყოფას გვთავაზობს პოინტერი, რომელიც არის ქლაუდ სისტემა და ყველა პროცესს რაც შერჩევისთვის არის დამახასიათებელი ამარტივებს.
2.ეფექტური შერჩევის პროცესი
სწორად შერჩეული კანდიდატი აუცილებელია ბიზნესისთვის,სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული, გვქონდეს მრავალფუნქციური HR პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც რეკრუტირების პროცესს უფრო პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ ხდის.
თქვენ შეძლებთ უწყვეტი კომუნიკაციის დამყარება და საუკეთესო კანდიდატის მოზიდვა.
3.უწყვეტი Feedback-ი
რაც დროს გადის ყველაფერი ვითარდება და იცვლება უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე, სამუშაო ადგილების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, კანდიდატებს სჭირდებათ რეგულარული და რეალურ დროში გამოხმაურება. HR პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციები საშუალებას იძლევა გამართული კომუნიკაციის შესაძლებლობას რეკრუტერებსა და კანდიდატებს შორის.

4.დისტანციურად მუშაობა
პოსტ-COVID-ის ეპოქა მოითხოვს ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს იმუშაონ სახლიდან გაუსვლელად. პოინტერი არის შესაძლებლობა დიდი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის,სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით შეარჩიონ სასურველი კანდიდატი თავიანთი ბიზნესისთვის ნებისმიერი ადგილიდან.
5.მზარდი ეფექტურობა
შრომატევადი ამოცანების ავტომატიზაცია რეკრუტერებს საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინონ არსებით პროცესებზე, როგორიცაა სქრინინგი, ეტაპებზე გადაყვანა,განაცხადების მონიტორინგი, და ასე შემდეგ, რაც ზრდის ეფექტურობას. პოინტერი გთავაზობთ ყველაფერს რაც საჭიროა შერჩევის პროცესის ეფექტურობისთვის.
6.საჭირო ტაქტიკა
როგორც ბიზნესის მფლობელი, თქვენ უნდა იფიქროთ დროზე ადრე და თავიდან აიცილოთ რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება. HR პროგრამული უზრუნველყოფა გაძლევთ საშუალებას ჩამოაყალიბოთ საჭირო პოლიტიკა, პროცედურები და პრაქტიკა.
7.ხელმისაწვდომობა
როგორც წესი, მცირე ბიზნესს არ აქვს რესურსი იმისა რომ გამოიყენონ ძვირადღირებული სისტემა. დღესდღეობით, არსებობს სხვადასხვა ხელმისაწვდომი და სასარგებლო HR პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციები, რომლებიც გააუმჯობესებს თქვენს შერჩევის პროცესებს. პოინტერი არის სწორედ ის პლატფორმა რომელიც ნებისმიერი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია.
პოინტერის ფუნქციონალის გასაცნობად ეწვიეთ: Pointer.ge – ს