3. ავტომატიზაცია
ავტომატიზაცია სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება რეკრუტირების სივრცეში და კანდიდატთა კომუნიკაციის პროცესის გარკვეული ნაწილები შეიძლება ეფექტურად ავტომატიზირებული იყოს. ეს ძალზე მომგებიანია, რადგან ათავისუფლებს ადამიანური რესურსების დროს რომელიც საჭიროა მეტი სტრატეგიული ამოცანებისთვის.
როდესაც ადამიანს ხელით უწევს ყოველი ნაბიჯის გავლა, ზოგიერთი პროცესი შეიძლება უაზროდ გახანგრძლივდეს და ადამიანური შეცდომის შანსი ამ დროს რათქმაუნდა იზრდება. დასაქმების ტექნოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული რათა HR პროფესიონალებს “სუნთქვის” შესაძლებლობა მიეცეთ.
ძალიან მარტივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციის ავტომატიზაციის გამოყენება არის:
მას შემდეგ, რაც კანდიდატმა გამოაგზავნა რეზიუმე, მას შეუძლია მიიღოს ავტომატური პასუხი. ავტომატურ ელ-ფოსტას შეუძლია მეტი შუქი მოჰფინოს კომპანიის კულტურასა და მუშაობის პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან საბაზისო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დასაქმების კომუნიკაციის ავტომატიზაცია, ის ასახავს ნათელ სურათს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი დაჩქარდეს და გამარტივდეს უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური პროცესებით. მისი პოპულარობის გამო, რეკრუტირების უამრავ პლატფორმას და პროგრამულ უზრუნველყოფას ახლა გააჩნია ავტომატური რეაგირების ფუნქციები, რომლებიც ჩაშენებულია პროდუქტის ნაწილად.