1.რეკრუტერი
„ადამიანური რესურსების მენეჯერი ადრე თუ ყველა HR ფუნქციას აერთიანებდა, დღეს HR-ის მოვალეობების ფუნქციურად დაყოფა გახდა უფრო ტრენდული, რაც დიდი ხანია, საერთაშორისო ტენდენციაა. რაც დრო გადის რეკრუტერებზე უფრო მეტი მოთხოვნაა და მეტად დაფასებადია ვიდრე ახლო წარსულში. ახლა უკვე ციფრულობისკენ მივდივართ და რეკრუტერებს შეუძლიათ ნებისმიერი წერტილიდან იმუშავონ საჭირო პლატფორმების გამოყენებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება IT რეკტურეტირება თუ ტექ-რეკრუტერება. ხშირად ჰგონიათ, რომ რეკრუტერობა HR სფეროში დამწყები პოზიციაა. თითქოს, მხოლოდ განცხადების დადებას და რეზიუმეების გადარჩევას ნიშნავდეს. სინამდვილეში რეკრუტერს ძალიან ბევრი საქმის მოგვარება უწევს, ის ასევე პასუხისმგებელია კანდიდატზე, რომელსაც აიყვანს. სწორედ იმისთვის, რომ გამარტივებული იყოს შერჩევის პროცესები შეიქმნა “Pointer- რეკრუტერების ერთგული მეგობარი”, ეს არის მარტივი და ხელმისაწვდომი პლატფორმა,ქლაუდ გადაწყვეტილება, რომელიც ერთ სივრცეში გთავაზობს ყველაფერს, რაც საჭიროა კანდიდატის შერჩევისთვის.
რეკრუტირება კი მხოლოდ შერჩევა აღარ არის. ეს საქმიანობა სხვა დამსაქმებლებთან კონკურენციას, კომპანიის სწორ პოზიციონირებას და კონკრეტული სეგმენტის არჩევასაც მოიცავს, მოკლედ ძალიან საინტერესო და თან შრომატევადი სფეროა, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.